გორის “ქართული ოცნების” დეპუტატებმა “გავრილოვის ღამის” ხსენების გამო სარჩევნო სისტემაზე მიმდინარე შეხვედრა დატოვეს

716

გორის საკრებულოს წევრებმა, “გავრილოვის ღამის” ხსენების გამო, გორში საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე დისკუსია დატოვეს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

მიშა გოგინაშვილმა და ზურამ ყაჯრიშვილმა გორის დემოკრატიის სკოლაში საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე და საარჩევნო რეფორმის შესახებ გამართული შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

აქ მოვედი საკონსტიტუციო ცვლილებების მოსასმენად და ეს ორგანიზაცია აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს. საუბრობენ გავრილოვის ღამეზე. მე არ ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას უნდა დავესწრო”, – განაცხადა ზურაბ ყაჯრიშვილმა.

აღნიშნული შეხვედრას ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადეობა” მართავს. მისმა წარმომადგენელმა საუბრის დასაწყისში 20 ივნისს განვითარებული მოვლენები ახსენა და “გავრილოვის ღამედ” მოიხსენია.

ფრაქციის “ქართული ოცნება” თავჯმდომარემ, მიშა გოგინაშვილმა მას სიტყვა შეაწყვეტინა და თქვა, რომ “ეს იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა და არა გავრილოვის ღამე”.

ინფორმაციისთვის, ამ წუთებში, გორის დემოკრატიის სკოლაში საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და საარჩევნო რეფორმის შესახებ შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც განიხილავენ “სამართლიანი არჩევნების” მიერ საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში წარდგენილ რეკომენდაციებს საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ და მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ძირითადი ცვლილებებს.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.