„საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის’’ ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ,,ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის” ხელშეწყობით, რუსთავში სპორტის სამ სახეობაში საქალაქო ტურნირი ჩატარდა.
ტურნირი ფეხბურთში, კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა და მასში მონაწილეობას რუსთავის მუნიციპალიტეტის ათივე ადმინისტრაციული ერთეულის გუნდები იღებდნენ. ფეხბურთსა და კალათბურთში პირველი ადგილი ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებმა მოიპოვეს, მაგიდის ჩოგბურთში გოგონებს შორის – ძველი რუსთავის, მამაკაცებს შორის კი – ილია ჭავჭავაძის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდებმა გაიმარჯვეს.
გამარჯვებულები თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. გამარჯვებული გუნდები ბორჯომის საზაფხულო ბანაკში ჯომარდობაზე გაემგზავრებიან.