საგარეჯოს მუნიციპალტეტის 8 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა, ხოლო სოფელ ყანდაურის, წყაროსთავის, მანავისა და თოხლიაურის სკოლებში ისევ მიმდინარეობს. ამის შესახებ გამოცემა სპექტრი წერს.
საგარეჯოს მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამუშაოები 16 სექტემბრამდე დასრულდება და სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშლება.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სველი წერტილები, ხოლო სოფელ გომბორსა და ყანდაურაში საკლასო ოთახებიც გარემონტდა.
სამუშაოებისთვის სულ 720 000 ლარია გათვალისწინებული.