ზუგდიდის სოფელ რუხში სამედიცინო კლინიკის ასაშენებლად 41 მილიონი დაიხარჯა

781

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დასრულდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 41 მილიონი ლარია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, შიდა და გარე პერიმეტრის დასუფთავება მიმდინარეობს.

კლინიკაში აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, ასევე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა მოეწყო.

“დასრულებულია დამხმარე ნაგებობების, სამრეცხაო და სასადილო კომპლექსის მშენებლობა, ამასთან, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა. გარდა ამისა, კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ავტოსადგომები და შიდა გზები.

პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ადგილმდებარეობის თვალსაზრისით. ამოქმედების შემდეგ, საავადმყოფო რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება. კლინიკა 220 საწოლზეა გათვლილი. სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის იფუნქციონირებს 100 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი.

კლინიკის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. “სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ” შეასრულა. შეფასების პროცედურის დასრულების შემდეგ, ობიექტი ოპერირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.