სოფელ რუხში მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ამ ეტაპზე კორპუსებში შიდა სამუშაო მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მოეწყო აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. დასრულებულია დამხმარე ნაგებობების,სამრეცხაო და სასადილო კომპლექსის მშენებლობა, მონტაჟდება სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა.
კლინიკა 220 საწოლზეა გათვლილი. სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის იფუნქციონირებს 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, დასრულების შემდეგ, ობიექტი ოპერირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომები და შიდა გზები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 მილიონი ლარია.