შიდა ქართლში, მიმდინარე წლის ზაფხულში, 44 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. აქედან უმრავლესობა დაუსრულებელია. ახალი, 2019-2020 სასწავლო წელი კი, 2019 წლის 16 სექტემბერს იწყება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო სამსახური წერს.
გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტების პრეს-სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის. ოთხივე მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან საერთო ჯამში 4 244 000 ლარი გამოიყო.
რეაბილიტაცია გრძელდება კასპის მუნიციპელიტეტის 7 სკოლაში, ქარელის – 1 სკოლაში; გორის – 3 სკოლაში.
გორის მუნიციპალიტეტის 22 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 840 000 ლარი გამოყო. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმს ამ დროისთვის დახარჯული აქვს 1 516 739 ლარი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი გადაიდო ქალაქის მე-4 საჯარო
სკოლაში, სოფელ ქერესა და ქალაქის პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეები კი სხვადასხვა სკოლებში გადაანაწილეს. მიზეზი ქერეს სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
„სამუშაოები უკვე დასრულდა 7 საჯარო სკოლაში – ზემო ხვითის, ახრისის, შავშვების ქალაქის მე-10 და მე-12 სკოლებშუი მოხდა სველი წერტილების რეაბილიტაცია, ატენის სკოლაში შეიცვალა კარ-ფანჯრა, გორის პირველკ საჯარო სკოლაის ეზოში მოეწყო მინი სტადიონი, ამავე სკოლაში მიმდინარეობვს სახურაბვის რეაბილიტაციაც, რომელიც 2 თვეში დასრულდება“- გვითხრეს მერიის პრეს-სამსახურში.
რაც შეეხება სკოლის შენობების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს: „მიმდინარეობს შენობის ნაწილის რეაბილიტაცია ფლავსა და გორის №1 სკოლებში, სველი წერტილების რეაბილიტაცია კირბალისა და გორის №11 საჯარო სკოლებში, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია კირბალში, სახურავის რეაბილიტაცია გორის №4 საჯარო სკოლაში, სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია რეხასა და გორის №6 საჯარო სკოლებში, ეზო შემოღობვის სამუშაოები ატენში, ოთარშენში, ბეთლემსა და გორის №5 საჯარო სკოლებში, გათბობის სისტემა მოწყობა სკრასა და ძევერაში, კარ-ფანჯრების შეცვლა ზეღდულეთში, სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა სკრასა და ძევერაში და ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები სვენეთში“-აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-სამსახურში.
რაც შეეხება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებს.
ცენტრალური ბიუჯეტიდან კასპის მუნიციპალიტეტისთვის 700 000 ლარზე მეტი გამოიყო, რომელიც სკოლების რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს. სულ დაგეგმილი იყო 8 სკოლის შენობის რეაბილიტაცია, თუმცა ერთი სკოლის რეაბილიტაცია შეჩერდა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ სოფელ ნიგოზას სკოლის შენობის რეაბილოიტაცია 15 სექტემბრამდე ვერ მოესწრებოდა და ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჩერეს.
„ცენტრალური ბიუჯეტიდან სკოლების რეაბილიტაციისთვის 700 000 ლარზე მეტი იყო გამოყოფილი. მიმდინარეობს 7 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია, ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებული არ არის. ალბათ მოესწრება, ყოველ შემთხვევაში სასწავლო პროცესს ეს ხელს არ შეუშლის. რა თანხა იქნა ათვისებული ჩვენი მხრიდან ამაზე პასუხი 15 სექტემბერს გვექნება. შეჩერდა სოფელ ნიგოზას სკოლის რეაბილიტაცია, რადგან სასწავლო წლის დაწყებამდე მისი დასრულება ვერ მოესწრებოდა“- აცხადებს კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსი ნინო ჯინიყაშვილი.
ხაშურში 22 სკოლის რეაბილიტაციისთვის ცენტრალურმა ბიუჯეტმა 944 000 ლარი გამოყო. მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახურის ცნობით, საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ნინო სუხიაშვილის თქმით, რამდენიმე სკოლის შენობის რეაბილიტაცია ახლაც მიმდინარეობს, თუმცა სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის.
ქარელის მუნიციპალიტეტში 13 სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა, დარჩენილია რუისის მე-2 საჯარო სკოლაში გარე სველი წეტრილის ახალი შენობნის მშენებლობა.
„ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი გვქონდა 760 000 ლარი, აქედან მორჩენილია 42 217 ლარი, რომელსაც მომავალი წლის პროექტებისთვის გამოვიყენებთ. რაც შეეხება რუსის მე-2 საჯარო სკოლის სველ წერტილს, სამშენებლო სამუშაოები სასწავლო პროცესის დაწყებას ხელს არ უშლის, რადგან სკოლის შენობაშიც არის სველი წერილი და მოსწავლეებს იმით სარგებლობა შეუძლიათ“- აცხადებს ქარელის მუნიციპალუიტეტის მერის მოადგილე ნათია მაწონაძე.