სოფელ აჭარისაღმართში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 169 996 ლარს.
სამუშაოებს აწარმოებს შპს „ნაგო“. პროექტი ითვალისწინებს 50 – მდე ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველყოფას. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება.