გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ წყალი დანაყა

839

ქუთაისის მერიის წინ “თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ პერფორმანსი მოაწყო. მან უწყების წინ წყალი დანაყა. “ესაუბრო ამ ხელისუფლებას, იგივეა, რაც ნაყო წყალი“, – განაცხადა წულაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

გოგი წულაიამ განმარტა, თუ რას უკავშირდება მისი ასეთი აქტივობა. „ადგა ჩვენი ქალაქის მერი და ჯიპი “ტოიოტა“, 2008-წლიანი, ათხოვა ჭიათურას. აქ ჩანს მათი მიდგომები. რატომღაც თვლიან, რომ ეს ბებიამისის მიერ დატოვებული ქონებაა, ამ ბიუჯეტით, ჩვენი თანხებით ნაყიდი ქონება და მას უნდა გააჩუქებენ, უნდა არ გააჩუქებენ. ამას თავისად თვლიდა წინა ხელისუფლება და თავისად თვლის ეს ხელისუფლება. ეს არის ტრაგედია, ეს არის ის მიდგომა, რამაც ქალაქი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც არის ის ახლა“, – აღნიშნა წულაიამ.