შიდა ქართლის 68 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

529

შიდა ქართლის მასშტაბით, როგორ ქალაქების, ისე სოფლების საჯარო სკოლებში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში 68 სკოლაში 81 პროექტი ხორციელება, რაც სველი წერტილების მოწყობას, სახურავების შეცვლას, გათბობის სისტემის მონტაჟს, კარ-ფანჯრებისა და ელექტრო გაყვანილობის შეცვლას გულისხმობს. უკვე დასრულდა 19 პროექტი.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის №1 და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ლევიტანის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა. გორის №1 სკოლაში უკვე დასრულდა სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები, ამჟამად სამუშაოები შიდა პერიმეტრზე მიმდინარეობს.

სოფელ ლევიტანაში დაწყებითი კლასის სკოლაა, სადაც სულ სამი მოსწავლე სწავლობს. წლების განმავლობაში სკოლა კერძო სახლში იყო, წელს კი მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ახალ შენობაში დაიწყებენ.

„განათლების მიღებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები ინფრასტრუქტურულად გამართული იყოს. წელს, რეგიონის 68 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, სამომავლოდაც გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შესაბამისი გარემო და პირობები ჰქონდეთ“, – აღნიშნა რწმუნებულმა.

საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სამ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდიდან გამოიყო.