9 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი კორპუსი ქუჩაზე საზეიმოდ გაიხსნა ზურაბ გორგილაძის ქუცაზე, ყოფილი პედაგოგიური კოლეჯის შენობაში.
ახალი შენობა მორგებულია სასწავლებლის სპეციფიკასა და მოთხოვნებს. არსებულ ორსართულიან შენობაზე დაშენდა მესამე სართული მანსარდით, ეზოში აიგო ოთხსართულიანი ახალი კორპუსი.
ასევე, დაპროექტდა 100 მაყურებელზე გათვლილი თეატრი. ახალ კორპუსს გააჩნია მცირე საკონცერტო, საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები. მოეწყო სააუდიტორიო და სარეპეტიციო სივრცე, სამონტაჟო და ხმის ჩამწერი სტუდიები. ასევე მცირე სცენა.
უნივერსიტეტში სწავლება ორსაფეხურიანია. ამჟამად უნივერსიტეტის 375 სტუდენტიდან 317 ბაკალავრი და 58 მაგისტრანტია.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 3 500 000 ლარი გამოიყო.