მარნეულის ორ სოფელში – ქვემო სარალსა და სეითგოჯალოში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

519

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალსა და სოფელ სეითგოჯალოში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, ქვემო სარალში 940 მეტრის მოცულობის გზა მოასფალტდა, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 468 140 ლარით იქნა დაფინანსებული.

სოფელ სეითგოჯალოში კი 1 100 მეტრი მოცულობის გზის მოასფალტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა 682 815 ლარი.

დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე მოინახულეს ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილე, ზვიად ჭუნაშვილმა და მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა.

ხელისუფლების წარმომადგენლები, პროექტების მონახულების პარალელურად ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ, მათი საჭიროებები მოისმინეს და აღნიშნულ სოფლებში სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნეს.