ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს 18 სახეობის მცენარე აჩუქეს

776

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს, ბათუმის ბოტანიკური ბაღისგან 18 სახეობის მცენარე უსასყიდლოდ გადაეცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მცენარეები ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ და დირექტორის მოადგილე დავით ხარაზიშვილმა ჩამოიტანეს.

საჩუქრებს შორის არის შემდეგი მცენარეები: გარდენია, კამელია, მაგნოლია, კალისტემონი, ჭყორი თეთრარშიანი, ფაცია იაპონური, ნანდინა, კორდილინე, ურთხელი, პალმა ვაშინგტონია, პალმა ბუტია, პალმა ქამეროფსი, იდეზია, მუხა მირზინფოთოლა, მაჰონია, ყუნწშაქარა და ცხრატყავა.

მხარეებმა აგრეთვე ერთობლივი საველე ექსპედიციები დაგეგმეს და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.