სიღნაღის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებში სველი წერტილების და სპორტული დარბაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
ანაგის, საქობოს, მაღაროს, ნუკრიანის N2, ილიაწმინდის და ბოდბის სკოლებში რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, ხოლო ვაქირის, სიღნაღის, ხირსის და ნუკრიანის N1 საჯარო სკოლებში სამუშაოები გრძელდება.
ახალ სასწავლო წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.
2019 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლის სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლისთვისაც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 480 000 ლარია გამოყოფილი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტრომ სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების უფლებამოსილება დელეგირების წესით ადგილობრივ თვითმართველობას გადასცა.