ახმეტაში დაგეგმილია იუსტიციის სახლის მშენებლობა, – განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში პროგრამის წარდგენისას.
თეა წულუკიანის ინფორმაციით, ახმეტის გარდა, იუსტიციის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს ან დაგეგმილია ბოლნისში, წყალტუბოში, სამტრედიაში, გარდაბანში, ქარელში, ზესტაფონსა და ხაშურში.
საქართველოს პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.