ლიეტუვაში, კაუნასის უნივერსიტეტში, ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები ამოქმედდება

752

ლიეტუვაში, კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში, ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები ამოქმედდება. კურსებზე სწავლა მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემეტრიდან იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ღვაჩლიანი კაუნასის ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტის რექტორს, იუოზას აუგუტის შეხვდა და სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა უნივერსიტეტში ქართული კურსის დამატება.

ამასთან, კაუნასის ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტში არსებული შოთა რუსთაველის სახელობის აუდიტორიაში საქართველოს ელჩი ამავე უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტებიც მოინახულა. შეხვედრაზე ელჩმა სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ლიეტუვა-საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ ესაუბრა.

ასევე, სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა საელჩოში სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის და საკონსულო მომსახურებების შესახებ. ელჩმა სტუდენტებს მოუწოდა ფართოდ ჩაერთონ ლიეტუვაში საქართველოს წარმოჩენის საქმეში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.