“ტურისტული ინფრასტრუქტურა არ არის მხოლოდ ზღვა“, – ამ განცხადებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბათუმის მერს მისთვის დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
გელა დეკანაძის განცხადებით, ბათუმში მუნიციპალური ავტროტრანსპორტის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, სავალალო მდგომარეობაა. ოპოზიციის წევრის თქმით, ავტობუსების გაჩერებები, არამარტო ქალაქის პერიფერიულ, არამედ ტურისტულად დატვირთულ უბნებშიც ავარიულ მდგომარეობაშია.
დეკანაძე ამბობს, რომ 2012 წლის მერე აბრები არ გაუახლებიათ, ამასთან, მისივე განცხადებით, არ დამატებულა ახალი მარშრუტებიც.