შუახევი-დაბაძველის საავტომობილო გზაზე, ოქროპილაურის მიმართულებით, გზის რეაბილიტაცია და ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 1 069 800 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 700 გრძ.მ. სიგრძის საავტომობილო გზას, აშენდება რკინაბეტონის 54 მეტრი სიგრძისა და 6.3 მეტრი სიგანის სამმალიანი ხიდი და ხიდდთან მისასვლელი 351 გრძ.მ. ახალი გზის გაყვანა მოხდება.
ბუთურაულის საავტომობილო გზის 2 794 კმ. სიგრძის მონაკვეთზე მოეწყო ასფალტობეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 1 208 965 ლარს შეადგენს.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 1840 გრძ.მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა და 12 200 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი მოეწყო.
პროექტები აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.