გორის მერიას 5 მანქანის გაყიდვა სურს

674
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს მიმართა თხოვნით – უწყება 5 მანქანის გასხვისების ნებართვას ითხოვს. ინფორმაციას გორის სატემო რადიო ავრცელებს.
აღნიშნული მანქანებია:
  1. ოპელ კომბო (2000წ) – საწყის საპრივატიზებო თანხად განსაზღვრულია – 2 000 ლარი;
  2. Lexus LX 470 (2001წ) – 12 000 ლარი;
  3. Mitsubishi Montero Limited (2001) – 7 200 ლარი;
  4. BMW 520 I – (1991წ) – 1 800 ლარი;
  5. Mercedes Benz ML 350 (2004წ) – 6000 ლ.
მანამდე, გორის საკრებულომ მერიას 12 მანქანის გასხვისების უფლება მისცა, რომლიდანაც 4 მანქანა უკვე გაიყიდა.
ჯამში, მერიის ბიუჯეტი 4 მანქანის გასხვისებით, 8 150 ლარით შეივსო. რაც შეეხება, დამატებით 5 მანქანის გასხვისებაზე საკრებულოს ნებართვას, აღნიშნულ საკითხს მომდევნო სხდომაზე უყრიან კენჭს.