გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მარლენ ნადირაძეს ზრდილობის კურსების გავლა ფრაქცია “ძლიერი გორის” თავმჯდომარემ, ვასილისა ჯაბახიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ურჩია. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
“რას დემაგოგობ, ვერ გავიგე. ხელები ჩაწიე და ზრდილობიანად მელაპარაკე,”- უთხრა მარლენ ნადირაძემ ვასილისა ჯაბახიზეს.
“ზრდილობის კურსები გაიარე. სიძულვილის ენით რომ საუბრობ,”-უპასუხა ნადირაძეს ჯაბახიძემ.
ოპონენტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ მერიის გადაწვყვეტილება გააპროტესტა. დაპირისპირების ახალი ტალღა კეთილმოწყობის სააგენტოსთვის შეძენილ მანქანებს უკავშირდება, რომლებიც რუსული წარმოებისაა.
“რატომ შეჩერდა რუსულ კომოპანიააზე არჩევანი? რომელსაც რუსეთიც კი არ იყენებს დიდ ქალაქებში. ჩადით გუგუტიაანთკარში, ნახეთ, ბორდერიაცია მიმდინარეობს და ამ დროს რაზე ვსაუბრობთ ჩვენ?”-მიმართა ქორჩილავამ დეპუტატებს.
ოპონენტის კრიტიკულ გამოსვლას ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მიხეილ გოგინაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, მერიას არ ჰქონდა წინასწარ ინფორმაცია, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია რუსულ ტექნიკას შემოიყვანდა.
“მერია რომ აცხადებს ტენდერს, იქ არ წერია წარმოება რუსულია თუ იტალიურია. იქ არის განმარტებები, რა უნდა იყოს და რას უნდა აკმაყოფილებდეს. ამ ტენდერში გაიმარჯვა კერძო ქართულმა კომპანიამ რომელსაც ყველაზე იაფათ ჰქონდა საშუალება შემოეტანა ესა თუ ის ტექნიაკა. შემდეგ შეიმოიტანა და ეს აღმოჩნდა რუსული ტექნიკა. საქართველოში უამრავი კერძო კომპანიაა, რომელიც ოპერირებს რუსულ ბაზარზე. როგორც იქიდან შემოაქვს, ისე აქედან გააქვთ. თქევნ რას იძახით, კერძო მესაკუთრეს ავუკრძალოთ რუსეთში ოპერირება?”-გგანაცხადა გოგინაშვილმა.
ცნობისთვის, რუსული წარმოების მანქანები გორში 5 აგვისტოს გამოჩნდა.
კომპანია “სტრადა” ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუ სად შეიძინა რუსული წარმოების სპეცტექნიკა. “დღეს ვერ გიპასუხებთ” – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, რომლის ოფიციალური მონაცემები ხელშეკრულებაშია მითითებული.
ეს ხელშეკრულებები კი გორის მერიამ და სატყეო სააგენტომ გააფორმა. მერიისა და ეროვნული სატყეო დეპარტამენტის მიერ შეძენილი მანქანები რუსული წარმოების აღმოჩნდა.
მწარმოებელი ქვეყანა და ბრენდის გრაფაში მითითებულია “რუსეთის ფედერაცია/GAZ Group”. აღნიშნული კომპანია ე.წ. გორკის ავტოქარხნითაა ცნობილი.
„ორი ერთეული ქუჩის მოსარეცხი, სამი ერთეული მცირე და ერთი ერთეული საშუალო ტევადობის საყოფაცხოვრებო ნარჩენის გასატანი მანქანა გორის მერიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან, შპს “სტრადასგან“ 710 994 ლარად შეიძინა. „კეთილმოწყობის სააგენტოს“ მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაციის ავტოპარკი ეტაპობრივად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით.“ – აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
Gaz Group-ი რუსეთის 7 რეგიონში 13 სტრუქტურულ ერთეულს აერთიანებს და კომერციული ავტომობილების სეგმენტში ბაზრის ლიდერია.
,,ჯგუფის ფლაგმანი პროდუქტი ახალი თაობის კომერციული ავტომობილი GAZelle Next-ია, რომელიც 20-30%-ით იაფია კონკურენტებზე, ექსპლუატაციის პირობებითა და ტექნიკური პარამეტრებით კი ღირსეულ კონკურენციას უწევს მათ. GAZelle Next-ის მოდელები განსაკუთრებით გამოირჩევა მუნიციპალური, კომუნალური და სპეციალიზებული მოდიფიკაციებით.” – აღნიშნულია კომპანიის მიერ 2014 წელს გავრცელებულ განცხადებაში. ამ ჯგუფის პრეზენტაცია, სწორედ, 2014 წელს გაიმართა თბილისში.
სტრადა ჯგუფის შესახებ ინფორმაცია: სტრადა ჯგუფი, საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან მოღვაწეობს.