2008 წელს დაღუპული სიღნაღელი ექიმის, გოგა აბრამიშვილის ოჯახს 500 ლარი გადასცეს

874

2008 წლის აგვისტოს ომიდან თერთმეტი წელი გავიდა. ომის დროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში სიღნაღელი ექიმი, გიორგი აბრამიშვილი დაიღუპა.

სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და საჯარო მოხელეებმა გოგა აბრამიშვილის ოჯახის წევრებთან ერთად მისი საფლავი მოინახულეს და გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

გიორგი აბრამიშვილი 2008 წლის 12 აგვისტოს გორში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ჰოსპიტალის დაბომბვის დროს დაიღუპა. მას მეუღლე და სამი შვილი (ტყუპი ქალიშვილი და 12 წლის ვაჟიშვილი) დარჩა. სიღნაღში ქუჩა, სადაც გოგა აბრამიშვილი დაიბადა და გაიზარდა, 2009 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მისივე სახელს ატარებს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ გოგა აბრამიშვილის ოჯახს, ტრადიციულად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარი ჩაერიცხება.