კასპის მუნციპალიტეტის სოფელ თელიანში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი სასმელი წყლის სათავე ნაგებობაზე წყალშემკრები დრენაჟის, საქლორატოროს, სადარაჯო ჯიხურის, მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას, ასევე, 800 მ3 ტევადობის რეზერვუარის მშენებლობას ითვალისწინებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს “სპეცჰიდრომშენი“ აწარმოებს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.
“პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 289 000 ლარია. შესრულებული სამუშაოების შედეგად კი სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება”, – აცხადებენ მერიაში.