ახალქალაქის სოფელ ჩუნჩხათში მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსებით 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება. ფონდიდან 1 900 000 ლარამდე გამოიყო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ხელშეკრულება „ელემენტ კონტრაქშენ ენდ დიზაინთან“, 1 883 753 ლარზე დაიდო.
გამარჯვებული კომპანის ვალდებულია თავად მოამზადოს სკოლის შენობის დეტალურ პროექტი და მას შემდეგ 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ააშენოს. კომპანიას ოთხი თვე აქვს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის, ხოლო 11 სამშენებლო სამუშაოებისათვის.
ჩუნჩხის საჯარო სკოლას ექნება შემდეგი სივრცეებს:
9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია; დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია-არქივით; სამასწავლებლო; სასწავლო ნაწილის ოთახი; ბიბლიოთეკა წიგნ-საცავით; ექიმის კაბინეტი; მანდატურის/დაცვის ოთახი; საპირფარეშოები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის; კვების ბლოკი-ბუფეტი; დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსოთი; რეკრეაცია; ფოიე გარდერობით, დერეფანი; ღია ხელოვნურ საფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი.
ჩუნჩხის საჯარო სკოლის შენობა 2016 წლის პირველ დეკემბერს დაიწვა, სადაც დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლობდნენ. ხანძრის შედეგად, მთლიანად განადგურდა შენობა, დაიწვა ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და სკოლის ინვენტარის ნაწილი.
შენობის დაწვის შემდეგ, სასწავლო პროცესი სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში გამოყოფილ სივრცეში გრძელდება.