ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2019 წლის ივლისში 32 236 ლარი დაიხარჯა.
ჩამონათვალი ასეთია: დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 20 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 3 432 ლარის ღირებულების მედიკამენტები;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებს (2 ბენეფიციარი)- დაუფინანსდა ელექტროენერგიის გადასახადი – 200 ლარი;
პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (4 ოჯახი) 700 ლარი;
ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 71 ბენეფიციარს – 25 475 ლარით;
“განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის “დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 3 ბენეფიციარი – 1 729 ლარით;
პირველი ჯგუფის უსინათლოთათვის განკუთვნილი ერთჯერადი დახმარება 2 ბენეფიციარი – 300ლარი;
სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირით უზრუნველყოფა 1 ბენეფიციარი – 400 ლარი;