სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

637

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში სანიტარული კვანძების რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. სველ წერტილებთან ერთად, სკოლაში სპორტული დარბაზი მოეწყობა.

სიღნაღის მერიაში აცხადებენ, რომ ასევე მალე დაიწყება სოფელ საქობოს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. შიდა სველი წერტილებთან და წყალსარინ სისტემასთან ერთად, სპორტული დარბაზიც შეკეთდება.

ორივე საჯარო სკოლის რეაბილიტირებისთვის 130 622 ლარი დაიხარჯება.

2019 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება, რომლისთვისაც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 480.000 ლარია გამოყოფილი.