გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის სკოლამდელი დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 124 013 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
აღნიშნული სკოლამდელი დაწესებულების დირექტორის, მაია უკანწყაროელის ინფორმაციით, სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება.
“რეაბილიტაცია უკვე დაიწყო, ოქტომბრიდან საშუალება გვექნება უფრო მეტი აღსაზრდელი მივიღოთ”, – აცხადებს მაია უკანწყაროელი.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშში 24 წლიანი ლოდინის შემდეგ, საბავშვო ბაგა-ბაღი 2016 წელს გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ ქვეშის საბავშვო ბაღს რეაბილიტაციის პროექტი USAID-მა გადასცა.