ქვეშის საბავშვო ბაღს USAID-მა რეაბილიტაციის პროექტი გადასცა

975

ქვეშის საბავშვო ბაღს USAID-ის პროექტმა “ზრდა“ რეაბილიტაციის პროექტი გადასცა.

“პროექტი საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო ნაწილის კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ორგანიზაცია შეძლებს კონტიგენტის გაზრდას და გარდა ქვეშისა მოემსახურება არცევში მცხოვრებ პატარებსაც. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეუთოსა და აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “ზრდა“ განხორციელებისთვის, რომლის ფარგლებშიც მომზადდა აღნიშნული დოკუმენტი.“ – განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მერიის ცნობით, კონსტანტინე თავზარაშვილი სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელთან ლიანა კოვზიაშვილთან და USAID-ის პროექტის “ზრდა“ წარმომადგენელთან, ნონა თათეშვილთან ერთად, ქვეშის საბავშვო ბაღში იმყოფებოდა.

“სარებილიტაციო პროექტი  USAID-ის პროექტის “ზრდა” და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა. მხარეებმა ხელი მოაწერეს შესაბამის დოკუმენტაციას, რომლის მიხედვითაც პროექტი მუნიციპალიტეტს ოფიციალურად გადაეცა.

გარდა საპროექტო-სახართჯაღრიცხვო დოკუმენტაციისა, USAID “ზრდა“, ეუთოს-თან თანამშრომლობით, სარეაბილიტაციო პროექტით გათვალიწინებული სამუშაოებისთვის საჭირო თანხების მობილიზებას უზრუნველყოფს. სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი მალე გამოცხადდება”, – განმარტავენ გორის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი “ზრდა“ ხუთწლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში.

ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს