სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში, სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს.
ამბროლაურის მერიაში აცხადებენ, რომ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებებში გამართულ საერთო კრებებზე შეირჩა და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში 792 000 ლარი დაიხარჯება.
განსახორციელებელ პრიორიტეტებს შორისაა: შიდა გზების მოხრეშვა, სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობა, სასაფლაოების შემოღობვა, თავშეყრის ადგილების რეაბილიტაცია და სხვა.