ოზურგეთში 20 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

926

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე სარემონტო სამუშაოები დაიწყო.

სკოლების სარეაბილიტაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 010 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები 20 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში.

პროექტით გათვალისწინებულია: სკოლებში საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზების, სველი წერტილებისა და ეზოს კეთილმოწყობა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები სკოლებში სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.