ასპინძის მუნიციპალიტეტში მთებში მისასვლელი გზების მთის ნაშალისაგან გაწმენდა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ასპინძის მერიის ინფორმაციით, მთებში მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ჯავახავტოგზა’’ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 20 000 ლარს შეადგენს.
მათივე ცნობით, სამუშაოები უკვე დასრულებულია, სოფელ აწყვიტის მთაში მისასვლელ გზაზე. ამ ეტაპზე კი, ნაშალისა და მეწყერისაგან სოფელ საროსა და ნიჯგორის მთებში მისასვლელი გზები იწმინდება.