12 აგვისტოს ახალციხის ტბაზე ფერების ფესტივალი გაიმართება

1114

12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერების ფესტივალი გაიმართება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მუსიკალური ნომრები. გარდა ამისა, ელექტრონული მუსიკის თანხლებით სპორტული და გასართობი აქტივობები მოეწყობა.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე პირველად 2000 წლის 12 აგვისტოს აღნიშნეს. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას სხვადასხვა ასაკის ადამიანების პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტისკენ. ასამბლეა ურჩევს საზოგადოებას 12 აგვისტოს ინფორმაციული შეხვედრები ჩაატაროს, რათა უკეთ გაეცნოს ახალგაზრდების პრობლემებს.