ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, გიორგი გიორგობიანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
მერიაში ამბობენ, რომ გიორგობიანი სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.
“გიორგი გიორგობიანმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი პოსტი უკვე ვაკანტურია”,-აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
გამოცემა “ქუთაისი პოსტი’, პოსტიდან წასვლის მიზეზის გასარკვევად გიორგობიანთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, მას ტელეფონი გამორთული აქვს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, პოსტი უახლოეს მომავალში მერის მოადგილეებმა – იუზა უგულავამ და ნინო თვალთვაძემ დატოვონ, თუმცა მერიაში ამ ინფორმაციას უარყოფენ.