გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ახალი ამბულატორია აშენდება. როგორც გურჯაანის მერიაში აცხადებენ, ამბულატორიის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
მათივე ცნობით, ამბულატორიის მშენებლობისთვის უკვე გამოცხადებულია 82 609 ლარის ღირებულების ტენდერი. სატენდერო წინადადებების მიღება 5 აგვისტოს დასრულდება
ახალ ამბულატორიას 4 ოთახი, სველი წერტილი, სამანიპულაციო ოთახი და ცენტრალური გათბობა ექნება. ამასთან, შენობაში მოეწყობა პანდუსი და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მუნიციპალიტეტებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის ჯამში 20 მილიონი ლარის 406 პროექტი განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში 39 სასწრაფო დახმარების ცენტი და 104 ამბულატორია აშენდება.