ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, მიმდინარე წელს დანამატის რაოდენობა იმის გამო გაზარდეს, რომ თანამშრომლები დამატებით საათებს მუშაობენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
“როდესაც ღამის საათებში და შაბათ-კვირას უწევთ მუშაობა თანამშრომლებს, თავისთავად აუცილებელია მიეცეთ დანამატი. მხოლოდ ამის გამო მოხდა გაზრდა. კარგად შევადაროთ წინა წლებში გაცემული დანამატების რაოდენობას“, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
წინა წელთან შედარებით 2019 წელს ქუთაისის მერიამ დანამატის სახით 92 554 ლარით მეტი გასცა, რაც ოთხჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ასევე, მერიამ 9 000 ლარით გაზარდა საწვავისა და მივლინების ხარჯებიც.
პირველი ხუთი თვის მონაცემებით, მხოლოდ საწვავში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 78 546 ლარი დაიხარჯა. ხოლო, საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მივლინებებს 32 931 ლარი მოხმარდა.