ზუგდიდის მერიამ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისთვის ვიდეოკამერის, დისტანციური მართვითი მფრინავი მოწყობილობის (დრონის) და კამერის აქსესუარების შესყიდვაზე ტენდერი მეორედ გამოაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 801 ლარია.
აპარატურის შესყიდვაზე მერიამ ტენდერი 13 ივნისსაც გამოაცხადა, თუმცა როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ტენდერი მაშინ ვერ შედგა.