ხობის სოფელ ძველი ხიბულას საჯარო სკოლას ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. ხობის განათლების რესურსცენტრის დირექტორ ბეატრის რუსიას თქმით, ექსპრეზიდენტის სახელის მინიჭების თხოვნით, საკრებულოს, სკოლის სამეურვეო საბჭომ მიმართა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“საკრებულომ გვიშუამდგომლა განათლების სამინისტროსთან, რის შემდეგაც სკოლას ზვიადის სახელი მიენიჭა“, – ამბობს ბეატრის რუსია.
სოფელ ძველ ხიბულაში, პირველი პრეზიდენტის სახელობის მუზეუმიც გაიხსნება. მუზეუმის ეზოში პარკი და ეკლესია შენდება.
ზვიად გამსახურდია 26 წლის წინ ხობის სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას ოჯახში გარდაიცვალა. მოკლეს თუ თავი მოიკლა, ეს კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია. სოფელი მეპატრონემ დაახლოებით ათი წლის წინ, პირადი პრობლემების გამო დატოვა.