რაჭისთვის რეანომობილის გამოყოფის მოთხოვნით პეტიცია მოამზადეს.
“რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის, კერძოდ, ამბროლაურის და ონის მინიციპალიტეტის საავადმყოფოს არ ჰყავს კატასტროფის ბრიგადა, რის გამოც პრობლემა ექმნება (და არა ერთხელ შექმნია) ადამიანის სიცოცხლეს.
რადგან ამბროლაურის და ონის სავადმყოფოს არ აქვს გარკვეული და მრავალფეროვანი კვლევების ჩატარების საშუალება, ასევე, არ ჰყავს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი და არ აქვს სხვადასხვა საჭირო განყოფილებები, რის გამოც ხშირად პაციენტები გადამისამართებულნი და გადაყვანილნი არიან სხვადასხვა კლინიკაში, სადაც საჭირო მომსახურებას უწევენ მათ.
უმეტესად პაციენტის მდგომარეობა დამოკიდებულია სწრაფ რეაგირებაზე, რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს მისთვის გაწეული დახმარება, ამიტომაც საჭიროა ადგილზე იყოს კატასტროფის ბრიგადა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება.
ვთხოვთ შესაბამის უწყებებს, გამოეყოს ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებს რეანომობილის ბრიგადა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების დროულ და ეფექტურ მომსახურებას”, – ნათქვამია პეტიციაში., რომელსაც, ამ ეტაპზე 260 ხელმოწერა აქვს.