ასპინძაში ხვილიშას უბნის მცხოვრებლებისთვის სარწყავი წყლით სარგებლობისას გადასახადის ოდენობა განისაზღვრა. ხვილიშას მცხოვრებლებმა რწყვის სეზონზე ერთი საათი მომსახურებისთვის 12 ლარი უნდა გადაიხადონ.
გადაწყვეტილებას 23 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
ხვილიშას მცხოვრებლებს სარწყავი წყალი ამ დრომდე სისტემის გაუმართაობის გამო არ მიეწოდებოდათ. როგორც საკრებულოში აცხადებენ, სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ფაქტობრივად, ახალი სარწყავი სისტემა გაკეთდა.