ოზურგეთში ანასეულის ტერიტორიაზე წყლის სისტემების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ოთხი ჭაბურღილი, ორი 330 მ3 წყლის რეზერვუარი, სატუმბი სადგური, სადაწნევო და გამანაწილებელი ქსელი მოეწყობა. ასევე, მოხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 6 800 000 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს “საბა“ აწარმოებს.