პოლონეთის ქალაქ ვროცლავის მუნიციპალიტეტისა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.
შეთანხმების შესახებ ხელშეკრულებას ხელი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და ვროცლავის მერმა იაცეკ სუტრუკიმ მოაწერეს.
როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, შეთანხმების მიზანს მხარეებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს.
მათივე ცნობით, ბათუმსა და ვროცლავს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით იგეგმება.