გარემო პლურალისტურია, მედია თავისუფალი, თვითმმართველობებში კი მერებს პირდაპირი წესით ირჩევენ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურულის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის
იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ინსტიტუციების გაძლიერებისთვის, პოლიტიკურ პარტიებს შევთავაზეთ ძლიერი საპარლამენტო მოდელი – პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით და ყველა მონაწილეობს დიალოგში მრგვალი მაგიდასთან. ეს ასევე ხელს შეუწყობს ახალ ძალებს,
რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან პარტიებად ჩამოყალიბებული, უკვე 2020 წლის
არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.
გარემო პლურალისტურია, მედია თავისუფალი, თვითმმართველობებში კი მერებს ირჩევენ პირდაპირი წესით. ეს არის ჩვენი არჩევანი, ვიყოთ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი და დიდი მადლობა თქვენ იმ მხარდაჭერისთვის, რაც მიმართულია იქეთკენ, რომ საქართველო გახდეს კიდევ უფრო ძლიერი,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.