პრეზიდენტი: დღეს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი რეგიონების განვითარებაა

964

წინა სტატია

დღეს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის დაწყების პრეზენტაციაზე განაცხადა.

“დღეს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარებაა და ცხადია, უნივერსიტეტისა და სკოლის დაარსება ერთ-ერთი გზაა რეგიონების განვითარებისა და გაძლიერებისათვის. ამავდროულად, განათლება ჩვენი მთავრობის დღევანდელი პრიორიტეტია და ხვალ, ევროპულ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩვენი გზავნილი იქნება ის, რომ საქართველო მზადაა გახდეს ევროპული განათლების სივრცის სრულფასოვანი წევრი და საქართველოსათვის ევროპაში შესვლა პირველ რიგში სწორედ ევროპული განათლების სივრცის სრულ წევრობას ნიშნავს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო ,,ერასმუსის” პროგრამის ერთ-ერთი მთავარი და წარმატებული გამომყენებელია”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მზაობა გამოთქვა ახლადგახსნილ უნივერსიტეტში პირველი ლექციაც ჩაატაროს.
კამპუსი, რომლის გახსნაც აჭარის მთავრობის ხელშეწყობით დაიგეგმა, 1 500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტსა და 500 მოსწავლეზეა გათვლილი. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება. კავკასიის უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული განათლების პროგრამებზე.