სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება

1135

წინა სტატია

გამოცემა “ინტერპრესნიუსის” ცნობით, საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ადგილად სხვადასხვა ქალაქი განიხილება და ინაუგურაცია, სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება.

პრეზიდენტის პრესსამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ჯერჯერობით უცნობია ქალაქი, სადაც ინაუგურაცია გაიმართება და ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დანიშნული, ამავე დღეს კი  “ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა და არჩევნებში 59,54 %-ით “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა დამუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი. ის პრეზიდენტის პოსტს, 5-ის ნაცვლად, 6 წლით დაიკავებს.