დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის N13ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონები დამონტაჟდა, ასევე, მოეწყო განათების სისტემა და სკამები. ხოლო სკვერი ყველა შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა და ტერიტორია ხის ღობით შემოისაზღვრა. გარდა ამისა, გამწვანების თარგებში დაირგო სხვადასხვა სახის ნერგები და დაიგო რულონური ბალახი.
დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 69 920 ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აღნიშნულ მისამართზე სპორტული მოედანიც მოეწყო.