აფხაზეთში დეფაქტო პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამ დროისთვის ცხრა კანდიდატია დარეგისტრირებული. მათ შორისაა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი, დეფაქტო პარლამენტის დეპუტატი ასლან ბჟანია, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, მიზანმიმართულად მოწამლეს და მკურნალობას გერმანიაში განაგრძობს. ინფორმაციას ლაივპრესი “აფხაზია ინფორმზე” დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე, დეფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატები არიან: რაულ ხაჯიმბა, ალმას ჯაპუა, ასტამურ ტარბა, ასტამურ კაკალია, ასტამურ ოტირბა, შამილ აძინბა, არტურ ანქვაბი, ოლეგ არშბა.
დეფაქტო რესპუბლიკის მეხუთე პრეზიდენტს აფხაზეთის მცხოვრებლები 25 აგვისტოს აირჩევენ.