ნიკა მელია: ორი კვირით ადრეც რომ ჩაინიშნოს არჩევნები, ხალხი ცივი გონებით არის მომართული და ზუსტად იცის, როგორი არჩევანი უნდა გააკეთოს

597

კარგი იქნება, თუკი პრეზიდენტი რაც შეიძლება მალე ჩანიშნავს არჩევნებს, რომ საარჩევნო პროცესები წარიმართოს დემოკრატიულ პროცესებთან მიახლოებულად მაინც, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები არ დროულად არ დაინიშნება, “ქართული ოცნება” ეცდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. “ეს ყველაფერი ვერ უშველით. წელს “ქართული ოცნებისთვის” უებარი გამოსავალი არ არსებობს. წლევანდელი არჩევნები “ქართული ოცნებისთვის”იქნება ყველაზე მძიმე არჩევნები, რომელიც მას ოდესმე ჩაუტარებია. საერთოდაც, ორი კვირით ადრეც რომ ჩაინიშნოს არჩევნები, წელს ის პერიოდია, ის დროა, როდესაც ხალხი ცივი გონებით არის მომართული და იცის ზუსტად, როგორი არჩევანი უნდა გააკეთოს. არ უშველით არც ივანიშვილს და არც კალაძეს საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვების შემოტანა, არც მაფიოზური კლანების წარმომადგენლების აქტიურობა. თითოეული შავი სამყაროს წარმომადგენელს ვამხელ, რომელიც საარჩევნო პროცესში კალაძეს გვერდში დაუდგება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი