ქუთაისის მერიის ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” უფროსმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

1220

სტატიის გაგრძელება

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” უფროსმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სოსო კუჭავას გათავისუფლება, სავარაუდოდ, სატენდერო შესყიდვას უკავშირდება. ტენდერი თავშეფარში მცხოვრები ძაღლებისთვის წამლების შესყიდვისთვის გამოცხადდა. სავარაუდოდ, საქმეში თავშესაფრის ყოფილი უფროსი ფიგურირებს. არსებული ინფორმაციით, საქმეზე შესწავლაა დაწყებული.

შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს თავად სოსო კუჭავა. მისი თქმით, ამ ეტაპზე წასვლას არ აპირებს და არც ხელმძღვანელობიდან აქვს მოთხოვა. ასევე, კუჭავა არ ადასტურებს ტენდერებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ინფორმაციას არ ადასტურებენ არც ქუთაისის მერიაში.

თუმცა, გამოცემა “ნიუპრესის” ინფორმაციით, უკვე შეირჩა ახალი ხელმძღვანელი. პოსტს კოტე ჯავახაძე დაიკავებს. ის გასულ წლებში მერიაში გარკვეულ თანამდებობაზე მუშაობდა.