ქუთაისის მერიის ა(ა)იპ “სპეციალურ სერვისებს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ კონსტანტინე ჯავახაძე კომპანიის თანამშრომლებს დღეს ოფიციალურად წარუდგინა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე ჯავახაძე კერძო თუ საჯარო სექტორში წამყვან პოზიციებზე მუშაობდა. პროფესიით ეკონომისტმა კონსტანტინე ჯავახაძემ სამსახურებრივი კარიერა 2001 წლიდან ქუთაისის მერიის აპარატის საგარეო ურთიერთობების განყოფილების მთავარ სპეციალისტად დაიწყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა კორპორაციაში “ჰიუნდაი”, შპს “მაგთიკომში“.
შეგახსენებთ, ა(ა)იპ “სპეციალურ სერვისებს“ ამ დრომდე სოსო კუჭავა ხელმძღვანელობდა. მისი შესაძლო გათავისუფლების და მის ადგილზე კოტე ჯავახაძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე ხნით ადრე გავრცელდა. თუმცა, მოსალოდნელ ცვლილებას არც მერია და არც თავად კუჭავამა არ ადასტურებდნენ.