შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ოთარ შამუგიამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების სავანეთისა და ტალავერის მოსახლეობამ შპს “საქართველოს მელიორაციის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება განიხილეს და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს მელიორაციიდან“ აცნობეს.
შეხვედრის შემდეგ შპს “საქართველოს მელიორაციის“ ექსპლუატაციის დირექტორი, ქვემო ქართლის რეგიოლანური სამსახურის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარება.
ამასთან, შეთანხმდნენ, რომ სარწყავი წყლის შეუფერხებლად მისაწოდებლად და პროცესის დარეგულირების მიზნით, აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად, სამართლიანად და ოპტიმალურად გადანაწილდეს. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მაქსიმალურად მობილიზდება ყველა რესურსი, რათა მოსახლეობამ შეძლოს საკუთარი ნაკვეთების მორწყვა.