დღეიდან უბილეთო მგზავრებს 5-ის ნაცვლად 20 ლარით დააჯარიმებენ

741

წინა სტატია

დღეიდან თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრებს 5-ის ნაცვლად 20 ლარით დააჯარიმებენ. შესაბამისი ცვლილება საქართველოს პარლამენტმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” მაისის ბოლოს შეიტანა.

ცვლილების თანახმად, უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა, საურავის რაოდენობა კი 50 ლარიდან 40 ლარამდე შემცირდა.

ამასთან, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესული ცვლილებით, მგზავრი ვალდებული იქნება ბილეთი მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.