უბილეთო მგზავრები 5-ის ნაცვლად 20 ლარით დაჯარიმდებიან

1618

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

საქართველოს პარლამენტმა უბილეთო მგზავრებაზე ჯარიმების გაზრდას მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა, საურავის რაოდენობა კი 50 ლარიდან 40 ლარამდე შემცირდა.

ამასთან, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესული ცვლილებით, მგზავრი ვალდებული იქნება ბილეთი მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 88 ხმით (ხუთი წინააღმდეგი) დაამტკიცა.